Friday, May 31, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დაეთმო პრეზენტაციებს. ნაშრომების წარმოდგენას. ვთვლი, რომ ბევრი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ასპექტი გამოიკვეთა და  და ტექნოლოგიური ინსტრუმენტი გააქტიურდა, რომლებსაც ჩავრთავთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, სასწავლო პროცესში პროექტის განხორციელებისას.

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს შევისწავლეთ მთლიანი ნაშრომის ორგანიზების პრინციპები, ფასილიტაციისა და დიფერენციაციის ასპექტები, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში, პროექტის განხორციელებისას.

Saturday, May 25, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი თემა იყო დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, რომელიც გამოგვადგება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებასა და საწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

Sunday, May 19, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის /პროექტისა და ბუკლეტის/შეფასება; განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა; დაავათვალიერეთ შეფასების გეგმის ჩეკლისტი; ვნახეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი და დავიწყეთ მათი ექსპერიმენტულად გამოყენება. ვთლი, ეს სპეციალიზებული შეფასების რუბრიკები მნიშვნელოვნად აამაღლებს როგორცმოსწავლის, ისე მასწავლებლის მოტივაციის ხარისხს, მკაფიოდ გამოავლენს იმ მიმართულებებს, რომლების აუცილებლად უნდა იქნეს გა თვალისწინებული სასწავლო პროცესში.

Saturday, May 18, 2019

მეხუთე დღისს რეფლექსია

შევისწავლეთ საავტორო უფებების შესახებ კანონი და მისი დაცვის ნიუანსები. სასინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა ეთიკური ნორმის ნაწილია და მისი  არცოდნა და გაუთვალისწინებლობა ხშირად არის პლაგიატის მიზეზი. ამ კონკრეტული წესების ცოდნის საფუძველზე კი გარანტირებული იქნება საავტორო უფლებების დაცვა და ნაშრომის ხარისხოვნობის დაცულობა. გავიარეთ საავტორო უფლებების ტესტი. პასუხები სწორი აღმოჩნდა. საყურადღებოა, რომ მას შემდეგ რაც მოთხრობის ტექსტს დაწერ ფურცელზე, ცხადდები ამ ტექსტის ლეგიტიმურ ავტორად. შევქმენით მოსწავლისსავარაუდო ნაშრომი.

Sunday, May 12, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ პროექტის მსვლელობის შეფასება, შეფასების ინსტრუმენტები და სტრატეგიები.ეს პროცედურა, თავისს მხრივ, შესაძლებელი გახდა ორი მნიშვნელოვანი მოდულის გავლის საფუძველზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ფორმების განხილვა.მიმაჩნია, რომ მომავალში პროექტული სწავლებისას აქტუალური იქნება ჩემს პრაქტიკაში და პროდუქტიულად გამოვიყენებ მას.

Saturday, May 11, 2019

მესამე დღის რეფლექსია

საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო: 1. მიზნებისა და შედეგების შესაბამისობა ესგ-ს სტანდარტთან, მისი გაზომვადობის, რელევანტურობის განსაზღვრა;რასაც გამოვიყენებთ სასწავლო პროექტის განხორციელებისას 2. მიმართულების მიმცემი კითხვების /ზოგადის, თემატურისა და შინაარსობრივის გარკვევა; ამ ინსტრუმენტს სასწავლო პროექტების განხორციელებისათვის პროდუქტიულად გამოვიყენებთ. ტრენინგის მსვლელობისას მამოტივირებელია მწვრთნელის დროული უკუკავშირი და კოლეგების კომენტარები.

Sunday, May 5, 2019

მეორე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ: 1. ბუკლეტების ნიმუშებისა და ბუკლეტების შაბლონების, როგორც რესურსების გამოყენება. 2. ვნახეთ დიდძალი ინფორმაცია პროექტის შექმნასა და შეფასებასთან დაკავშირებით; 3. ბლოგის თემებისა და დიზაინის შეცვლა.
შესწავლილი მასალა გამოსაყენებელი იქნება სასწავლო პროცესში მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. ინტეგრირებული სწავლებისას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და დაინტერესების მიზნით, მაღალის სააზროვნო და საკომუნიკაციო/ თანამშრომლობითი   კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, ვნახეთ შეფასების ინსტრუმენტები, რომლებიც გამოსაყენებელია პროექტების განხორციელებისას.